სპეციალური ბრძანების მიხდვით, ყველაზე მეტ, თითქმის ცხრა ათას ადამიანს უშიშროების მთავარი სამმართველოდან გაათავისუფლებენ, სამსახურის გარეშე რჩებიან სამეცნიერო ინსტიტუტების თანამშრომლებიც. გათავისუფლებულ მოხელეებს სახელმწიფო სამსახურში დასაქმების უფლება აღარ ექნებათ.
გარდა ამისა, 8 ივლისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურება 12 არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე სამი გაზეთი და ერთი ტელეკომპანია.
2016 წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, სახელმწიფო დაწესებულებებიდან 160 ათასი ადამიანი გაათავისუფლეს და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. აპრილში, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეშვიდედ გაახანგრძლივა. მოსალოდნელია, რომ ეს რეჟიმი მიმდინარე თვეში გაუქმდება.